პედრეროლი:„დაძაბულობა პიკს აღწევს, მაგრამ „რეალის“ შანსები მცირდება“
ხოსეპ პედრეროლის განცხადებით, დროის გასვლასთან ერთად მადრიდის „რეალის“ შანსები მცირდება...
„დაძაბულობა პიკს აღწევს, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ფლორენტინო პერესის შანსები მცირდება. პერესმა გეგმა ნაწილობრივ შეასრულა, მან ბევრჯერ სცადა მბაპეს შეძენა და კილიანს დაანახა, რომ ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის.“
„ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის შემთხვევაში პერესი ამდენს არ იბრძოლებდა, მაგრამ ეს მცდელობები თავად ფეხბურთელის დასარწმუნებლად იყო საჭირო.“
„თუ ტრანსფერი ვერ შედგება, „მერენგები“ ლოტინთან საუბარს იანვარში განაახლებენ, როდესაც ის მოლაპარაკებების წარმოების უფლებას ოფიციალურად მიიღებს.“
„„რეალი“ 2022 წლის ზაფხულში მბაპეს გაამადრიდელებს, კონტრაქტი კი 2028 წლამდე გაფორმდება.“
„ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო საათებში. გადაჭრით არ შეიძლება იმის თქმა, რომ მბაპეს ამ დღეს ყიდვა გამორიცხულია.“
- 31 აგვისტო 2021
- 1 533
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.