„პსჟ“-მ მბაპეს სანაცვლოდ 220 მილიონი მოითხოვა!
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლის სანაცვლოდ 220 მილიონი ევრო მოითხოვა...
ამის პარარელურად, ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალი“ ლოტინში აღნიშნული რაოდენობის თანხის გადახდას არ აპირებს და მაქსიმუმი 180 მილიონი ევროა.
არაერთი ანალიტიკოსის განცხადებით, თუ ალ ჰელაიფი პოზიციას არ შეცვლის, ტრანსფერი ჩავარდება, ვინაიდან „ბლანკოსის“ შეთავაზება საბოლოოა.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 72 საათზე ნაკლები რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგის საგას მალე დაესმება წერტილი.
- 29 აგვისტო 2021
- 6 222
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.