კარვახალი:„მბაპეს „რეალში“ გადმოსვლას მივესალმები“
დანი კარვახალი „ბეტისთან“ მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. ესპანელმა მოთამაშემ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და „ბეტისის“ ფეხბურთელებმა აგრესიული შეტევები დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ მეორე 45 წუთში ვითარებაში გავერკვიეთ და სადავეები ვიგდეთ ხელთ. ვფიქრობ, კარგი მატჩი გამოვიდა. თავიდან გვსურდა, რომ კარი მშრალად შეგვენახა და ასეც მოხდა. სანაკრებო შესვენებაზე გუნდი პოზიტიური განწყობით გადის.“
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო მიგელ გუტიერესის თამაში. ახალგაზრდა ფლანგელს დიდი მომავალი აქვს, ის ისე მოძრაობს, როგორც გამოცდილი ფეხბურთელი.“
„შესვენების დროს, ანჩელოტიმ ტაქტიკაში კორექტირებები შეიტანა და ცვლილებებმა შედეგი გამოიღო. „რეალმა“ სევილიაში საკმაოდ რთული მატჩის მოგება შეძლო.“
„გატანილი გოლი ჩემს მეუღლეს და პატარა შვილს მივუძღვენი. პაუზის შემდეგ ასეთი ეფექტური გოლის გატანა დიდი სიხარულის მომგვრელი იყო.“
„მბაპე? როგორც მწვრთნელმა თქვა, მისი ტრანსფერის შემთხვევაში, „ბლანკოსი“ გაცილებით გაძლიერდება. თუ კილიანი სამეფო კლუბში ითამაშებს, რა თქმა უნდა ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ტრანსფერები ჩემი საქმე არ არის.“
- 29 აგვისტო 2021
- 534
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.