ფელიქს დიასი:„პოგბამ თავის აგენტს უთხრა, რომ „რეალში“ მიდის“
ხოსე ფელიქს დიასის ცნობით, პოლ პოგბასა და მანჩესტერ „იუნაიტედის“ ურთიერთობა მალე დასრულდება. ინგლისური მხარე ფრანგ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებს...
„წითლებმა“ ყველაფერი იღონეს პოგბას დასაყოლიებლად, მაგრამ ფეხბურთელს პრემიერლიგაში დარჩენა არ სურს. პოლზე ზემოქმედებას ვერც კრიშტიანო რონალდუს დაბრუნება ახდენს.
ფელიქს დიასის ცნობით, პოლმა საკუთარ აგენტს უთხრა, რომ 2022 წლის ზაფხულში „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ეს გადაწყვეტილება მიღებულია.
2022 წლის იანვრიდან პოგბას ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოების უფლება მიეცემა. აგენტს დავალებული აქვს, რომ „ბლანკოსის“ გარდა არცერთი წინადადება არ მოისმინოს, ვინაიდან პოგბას მიზანი „ბლანკოსში“ გადასვლაა.
- 28 აგვისტო 2021
- 1 139
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.