„პსჟ“-ს ჰოლანდი სურს, ერლინგი კი მხოლოდ „რეალს“ განიხილავს
ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, „პსჟ“ ერლინგ ჰოლანდის დაყოლიებას ცდილობს და კილიან მბაპეს შემცვლელად სწორედ ნორვეგიელ წინახაზელს ასახელებს, მაგრამ თავად ფეხბურთელს პარიზში თამაშის პერსპექტივას არ ხიბლავს...
ჰოლანდს „რეალთან“ წინასწარი შეთანხმება აქვს და 2022 წელს მადრიდში გადასვლას აპირებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, „პსჟ“ მოლაპარაკებებში ჰოლანდის ჩართვასაც ითხოვს და „რეალს“ მოუწოდებს, რომ ახალგაზრდა წინახაზელზე უარი თქვას, ეს ალ ჰელაიფს „დორტმუნდთან“ მოლაპარაკებებს გაუმარტივებს.
როგორც სჩანს, პირდაპირ თუ ირიბად, ჰოლანდი მბაპეს „რეალში“ ტრანსფერის შემადგენელი ნაწილიც შეიძლება გახდეს.
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“ ერლინგის სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს ამზადებს და ამ თანხას „დორტმუნდიც“ დათანხმდება.
- 28 აგვისტო 2021
- 871
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.