L'Equipe - ლეონარდომ მბაპეს აცნობა, რომ „რეალის“ წინადადება უარყოფილია
ფრანგული L'Equipe-ს ინფორმაციით, „პსჟ“-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ კილიან მბაპეს დაურეკა და აცნობა, რომ მადრიდის „რეალის“ მიერ წამოყენებული წინადადება, რომელიც ფრანგის ტრანსფერს ეხება უარყოფილია, ვინაიდან პარიზულ კლუბს არ აკმაყოფილებს ეს შეთავაზება, რომელიც ფლორენტინო პერესს აქვს.
ამასთანავე, ლეონარდო დასძენს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მესამე შეთავაზების შემთხვევაში, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა შესაძლოა „რეალს“ დათანხმდეს, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ფლორენტინო პერესმა უფრო გააზრებული წინადადება წარმოადგინოს.
იგივე L'Equipe-ს ცნობით, დღეს საღამოს მორიგი აუდიენციაა დაგეგმილი, სადაც ძალიან ბევრი რამ გახდება ცნობილი.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმედი ვიქონიოთ, რომ ლოტინის გამადრიდელების პროცესი წარმატებით დასრულდება.
- 28 აგვისტო 2021
- 1 839
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.