ესპანეთი 1/2 ფინალში გასასვლელად ემზადება
ქალაქ იოჰანესბურგში დღეს ესპანეთისა და პარაგუაის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სწორედ ამ ორ გუნდს შოირს გაირკვევა, თუ ვინ ითამაშებს მსოფლიო თასის 1/2 ფინალში. ამ მატჩში ხუთი მადრიდელი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან: იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, რაულ ალბიოლი, ალვარო არბელოა და ხაბი ალონსო.
ესპანეთი და პარაგუაი 1950 წლის შემდეგ არ შეხვედრიან ერთმანეთს. მათ შორის გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე გავა და არგენტინასა და გერმანიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მიუხედავად ტურნირის ცუდად დაწყებისა (შვეიცარიასთან (0-1) დამარცხება), წითლებმა დაამტკიცეს, რომ ერთ-ერთი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია. "H" ჯგუფში მათ დაამარცხეს, ჰონდურასი (2-0) და ჩილე (1-2). მერვედ ფინალში კი მათ სახლში გაუშვეს საკმაოდ ძლიერი გუნდი, პორტუგალიის ნაკრები (1-0).
ვისენტე დელ ბოსკეს გუნდში მადრიდის "რეალის" მცველს, რაულ ალბიოლს არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. მას ტრავმა აწუხებდა, თუმცა ბოლო ვარჯიშში მან მონაწილეობა მიიღო. რაც შეეხება კასილასს, სერხიო რამოსსა და ხაბი ალონსოს, მათ არცერთი შეხვედრა არ გამოუტოვებიათ. არბელოას კი იმედი აქვს, რომ დღეს ძირითად შემადგენლობაში მოხვდება.
- 3 ივლისი 2010
- 1 530
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.