„რეალმა“ ამ ზაფხულს კონტრაქტი 8 ფეხბურთელს გაუხანგრძლივა
ფლორენტინო პერესისთვის მიმდინარე ზაფხული კონტრაქტების გახანგრძლივების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ რაოდენობის განახლებები „რეალში“ დიდი ხანია არ ყოფილა...
ლუკა მოდრიჩი ახალი კონტრაქტის მიხედვით, „რეალში“ 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება, თუმცა არსებობს ვარიანტი, რომ მან 2023 წლამდეც გაახანგრძლივოს.
ნაჩო ფერნანდესს ხელშეკრულება 2023 წლამდე გაუხანგრძლივდა, იდენტური კონტრაქტი შესთავაზეს კარიმ ბენზემასაც, რომელმაც ასევე თანხმობა განაცხადა.
ვასკესი ახალი ხელშეკრულებით „მერენგების“ სადარაჯოზე 2024 წლამდე დარჩება, დანი კარვახალი და კაზემირო კი 2025 წლამდე.
ასევე აღსანიშნავია კურტუასა და ვალვერდეს გრძელვადიანი ხელშეკრულებები. ბელგიელმა 2026 წლამდე გააფორმა, ხოლო ურუგვაელმდე 2027 წლამდე.
Modrić 2022
Nacho 2023
Benzema 2023
Vazquez 2024
Carvajal 2025
Casemiro 2025
Courtois 2026
Valverde 2027
- 28 აგვისტო 2021
- 761
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.