მადრიდში დარწმუნებულები არიან, რომ „პსჟ“ მბაპეს გაუშვებს
„პსჟ“-ს მოქმედებები „რეალისთვის“ უცხო არ არის. სამეფო კლუბს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში არაერთი ტოპ ვარსკვლავი დაუმატებია და ყოველთვის ანალოგიური სიტუაცია ვითარდებოდა.
კლუბები ყოველთვის ცდილობენ, რომ მაქსიმალური თანხა გამოიმუშავონ, თუმცა არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც „რეალი“ არ აპირებს.
მიუხედავად, ფრანგულ პრესაში დაწერილი არაერთი გამანეიტრალებელი ინფორმაციისა, მადრიდში სჯერათ, რომ ტრანსფერი შედგება.
ფლორენტინო პერესი მზად არის, მესამე წინადადებაც წარადგინოს, თუმცა ეს არის იქნება მნიშვნელოვნად განსხვავებული მეორესგან.
არსებული დაძაბულობის და გაურკვევლობის მიუხედავად, პრეზიდენტი პერესის დავალებით უკვე აქტიურად მუშაობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც კილიან მბაპეს გრანდიოზული პრეზენტაციისთვის საჭირო საკითხებს მოაწესრიგებს.
მადრიდისტები ანერვიულებულები არიან, თუმცა ტრანსფერი მაინც შედგება, პერესი უკან დახევას არ აპირებს. დრო ამ შემთხვევაში „პსჟ“-ზე მუშაობს, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 24 საათით ადრე უპირატეს მდგომარეობაში „ბლანკოსი“ გადაინაცვლებს.
- 28 აგვისტო 2021
- 1 033
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.