Marca - მბაპეს ტრანსფერის საქმე გართულდა, თუმცა შეთანხმება ისევ შესაძლებელია
„მარკას“ ცნობით, გუშინ საღამოს მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით, ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ რა მოხდა დღეს დილით და რატომ შეცვალა დადებითი პოზიცია ნასერ ალ ჰელაიფმა ჯერ-ჯერობით უცნობია.
მადრიდული გამოცემა გვაუწყებს, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ რთულ ფაზაშია შესული, თუმცა „პსჟ“-ს სამეფო კლუბისთვის კარი არ დაუკეტავს და დიალოგისთვის მზად არის.
„მარკას“ ცნობით, ფლორენტინო პერესმა უახლოეს საათებში შესაძლოა კიდევ ერთი შეთავაზება გააკეთოს, რაც საბოლოო იქნება.
თუ „პსჟ“ მესამე შეთავაზებასაც დაბლოკავს, მადრიდის „რეალი“ ლოტინის ტრანსფერს ჩააგდებს და 2022 წელს დაელოდება.
- 27 აგვისტო 2021
- 1 350
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.