ანიელის „რეალის“ პრეზიდენტთან შესანიშნავი ურთიერთობის იმედი აქვს

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელს, ანდრეა ანიელის ფლორენტინო პერესთან შესანიშნავი ურთიერთობის იმედი აქვს და კილიან მბაპეს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება.

იმ შემთხვევაში, თუ „ბლანკოსი“ ოცნებას აისრულებს და მბაპეს მადრიდისტას გახდის, „იუვენტუსი“ სამეფო კლუბს ოფიციალური წინადადებით მიმართავს და ედენ აზარის დამატებას შეეცდება.

ანიელიმ კარგად იცის, რომ მბაპეს ყიდვის გარეშე, აზარის გაშვებაზე საუბარი ზედმეტია, ამიტომ ჯერ-ჯერობით მეტი აქტიურობისგან თავს იკავებს.

ანდრეა და ფლორენტინო სუპერლიგის პროექტმა განსაკუთრებით დაახლოვა. სწორედ ანიელი გახლდათ ის ადამიანი, რომელიც პერესს განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებდა და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. „ბებერი ქალბატონი“ სუპერლიგის პროექტს დღემდე ენდობა.

  • Bernabeu
  • 28 აგვისტო 2021
  • 963
  • 1

1

28 აგვისტო 2021 11:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იმ შემთხვევაში, თუ „ბლანკოსი“ ოცნებას აისრულებს და მბაპეს მადრიდისტას გახდის, „იუვენტუსი“ სამეფო კლუბს ოფიციალური წინადადებით მიმართავს და ედენ აზარის დამატებას შეეცდება.
თუ როგორც უკვე აღნიშნეთ, მბაპეს ხელაიფი 31 გამოუშვებსო, მაშინ ანიელს აზარს 32 აგვისტოს მისცემს პერესი?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 22
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (240)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)