ბუტრაგენიო:„მშვიდად იყავით და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას“
ემილიო ბუტრაგენიომ „უეფას“ კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც კილიან მბაპეზეც ჰკითხეს...
„მშვიდად იყავით და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. ამ ეტაპზე არანაირი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია.“
„ჩვენ აქ სხვა მისიით ვიმყოფებით და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შესახებ ვმსჯელობთ.“
„„შერიფის“ სახით საკმაოდ კარგი მეტოქე გვეყოლება, მათ დიდი გზა გაიარეს ჩემპიონთა ლიგამდე და დამსახურებულად მოხვდნენ ჯგუფურ ეტაპზე.“
„სანტიაგო ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩატარება ძალიან სასიამოვნო იქნება, მადრიდელ ქომაგებს მოენატრათ ევროტურნირები.“
„„რეალის“ წინააღმდეგ ყველა მეტოქე მაქსიმალურად იხარჯება და დიდი მოტივაციით თამაშობს, ამიტომ მარტივ მეტოქეებს არ ველით. ექვსივე მატჩს ისე შევხედავთ, როგორც ფინალს.“
- 26 აგვისტო 2021
- 1 198
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.