„რეალმა“ მბაპეს ტრანსფერის თანხა გაზარდა
მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალმა“ „პსჟ“-სგან ოფიციალური უარი მიიღო, ფლორენტინო პერესი მიხვდა, რომ კილიან მბაპე ლოტინის შეძენა 160 მილიონ ევროდ გამორიცხულია...
„ბლანკოსმა“ ფრანგულ მხარეს ახალი წინადადებით უკვე მიმართა. შეთავაზება 170 მილიონიანია და დამატებით 10 მილიონ ევროს ბონუსების სახით ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა ჩემპიონატის მოგებას უკავშირდება.
ახლა ჯერი ნასერ ალ ჰელაიფზე და ყატარელ ემირზე იქნება. ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბმა ტრანსფერი შესაძლოა ხვალ გააოფიციალუროს.
- 26 აგვისტო 2021
- 1 060
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.