ბოლისწინა ვარჯიში „ბეტისთან“ მატჩამდე
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ლა ლიგის მესამე ტურისთვის მზადებას განაგრძობენ. ანჩელოტის ფეხბურთელებმა „ბეტისთან“ მატჩამდე ბოლოსწინა ვარჯიში გამართეს, ხვალ კი ფინალური სესია შედგება...
ტრავმირებული ფეხბურთელები აღდგენით პროცესს განაგრძობენ, მარსელო კი გუნდს ეტაპობრივად უბრუნდება, თუმცა სრულფასოვან დატვირთვას მაინც ვერ იღებს.
იტალიელმა სპეციალისტმა დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, პრესინგს, ინტენსიურ თამაშსა და კარში დარტყმებს.
ნაჩო ფერნანდესი კვლავ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდა.
მეკარეები გოლკიპერთან მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის განკარგულებაში არ არის ანდრეი ლუნინი, რომელიც კოვიდინფიცირებულია.
შეგახსენებათ, „რეალი“ მესამე ტურში „ბენიტო ვილამარინის“ სახელობის სტადიონზე „ბეტისს“ დაუპირისპირდება და აქტივში მორიგი 3 ქულის ჩაწერას შეეცდება.
- 26 აგვისტო 2021
- 469
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.