ბრაზილია სახლში ბრუნდება
დღეს ჰოლანდიელებმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინეს და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გათამაშებიდან გამოთიშეს...
მატჩის პირველი ნახევარი სელესაოს უპირატესობით წარიმართა. დუნგას შეგირდებმა რამოდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს და საბოლოოდ საწადელს რობინიომ მიაღწია, რომელიც ფელიპე მელუს უნიკალურ გადაცემას გამოეხმაურა და გუნდი დააწინაურა. მეორე ტაიმის 53-ე წუთზე კი, ჟულიო სეზარმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. სნეიდერის ჩაწოდებულ ბურთზე მან რეაგირება ვერ მოახერხა და ანგარიშიც გათანაბრდა. ამის შემდეგ კი ჰოლანდიელებმა კუთხური საკმაოდ მოხდენილად გაითამაშეს და ექს-მადრიდისტამ, ვესლი სნეიდერმა, ნარინჯისფრებს გამარჯვება მოუტანა. ასე, რომ ჩემპიონიბისთვის ბრძოლას სწორედ ჰოლანდია განაგრძობს.
- 2 ივლისი 2010
- 2 748
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.