„ლივერპულის“ შეტევა - სალაჰი და 90 მილიონი მბაპეს სანაცვლოდ!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპესთვის ბრძოლაში „ლივერპულიც“ ჩართულია და „პსჟ“-ს შესანიშნავი წინადადებით მიმართავს.
მერსისაიდელები მზად არიან, პარიზულ მხარეს მბაპეს სანაცვლოდ მუჰამედ სალაჰი და 90 მილიონი ევრო შესთავაზონ. ლივერპულში თვლიან, რომ ამ წინადადებაზე პარიზელები აუცილებლად დაფიქრდებიან.
„წითლების“ მთავარი ბარიერი თავად მბაპეს პოზიცაა, რომელიც მხოლოდ „რეალში“ თამაშის პერსპექტივას განიხილავს და პრემიერლიგაში გადასვლა არ სურთ, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომლის მიხედვითაც, სალაჰი პოჩეტინოსთვის საინტერესო ვარიანტი უნდა იყოს.
Defensacentral-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ ლეონარდოს განცხადების შემდეგ გააქტიურდა, რადგან დაინახა, რომ „პსჟ“-ს სპორტული დირექტორი „ბლანკოსის“ შეთავაზებით უკმაყოფილი იყო.
- 26 აგვისტო 2021
- 1 261
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.