ვალვერდე:„„რეალი“ ჩემი ოცნებაა, ამ კლუბში დიდხანს დავრჩები“
ფედერიკო ვალვერდემ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
„ძალიან ბედნიერი ვარ და დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებს, მეუღლეს, შვილს და ახლო ადამიანებს. სწორედ ისინი მაიძულებდნენ, რომ მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე ვმდგარიყავი. „რეალთან“ კონტრაქტი გავახანგრძლივე და ეს დიდი შესაძლებლობების მანიშვნებელია. ყველაფერს გავაკეთებ გუნდთან ერთად მრავალი წლის მანძილზე წარმატების მისაღწევად.“
„მე არ მაქვს შეზღუდვები და ყოველთვის თავისუფლად ვთამაშობ. მსურს ვიყო მაგალითი პატარა ბავშვებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ფეხბურთი. ვისიამოვნებ ყოველი წამით, რომელსაც სამეფო კლუბში გავატარებ. ამ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ და ვეცდები, საკუთარი წვლილი შევიტანო ყველა წინგადადგმულ ნაბიჯში.“
„ურუგვაიში ვიყავი და გავიგე, რომ ჩემს მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“ იჩენდა. ეს იყო დაუვიწყარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. სახლში მივედი და ეს ინფორმაცია მშობლებს ვუთხარით, მათ კი ცრემლები წამოუვიდათ. არ მჯეროდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოხვედრის შანსი მომეცა.“
„თუ გინდა, რომ წარმატებული იყო, იყავი მებრძოლი და გჯეროდეს შენი მიზნების. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ასე იქნება მომავალშიც.“
„პირველი დღიდან დღემდე გავიზარდე, როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი. როდესაც „ვალდებებასის“ კარი პირველად შევაღე, მივხვდი, რომ ეს დიდი გამოწვევა იყო, რომლისთვისაც სათანადო პასუხის გაცემა მომიწევდა.“
„ანჩელოტის ჩემთან დიდი მოთხოვნები აქვს. ყოველთვის ვცდილობ, რომ იტალიელ სპეციალისტს და მის ასისტენტებს მოვუსმინო. ვფიქრობ, კარლოსთან მუშაობა ძალიან საინტერესო იქნება, ვინაიდან დიდ გამოცდილებას ფლობს. ანჩელოტი მომიწოდებს, რომ ეფექტური ვიყო, როგორც წინა ხაზში, ასევე პრესინგზე თამაშის დროს და საჭიროების შემთხვევაში დაცვაშიც.“
„„რეალის“ ყველა ქომაგი ყოველკვირეულად ელოდება ჩვენს მატჩებს, შემდეგ კი ბილეთს ყიდულობს და სტადიონზე მოდის. ამ დროს ვალდებული ხარ, ბოლომდე დაიხარჯო და ყველა გაახარო.“
„სტადიონზე მყოფი ყველა ადამიანის სუნთქვა ფეხბურთელებს ენერგიას აძლევს. საშინაო არენაზე დიდებული გარემო იქმნება და გუნდი უფრო მოტივირებული თამაშობს. მიხარია, რომ ცარიელ სტადიოებზე აღარ ვთამაშობთ.“
- 26 აგვისტო 2021
- 532
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.