„რეალი“ „ბეტისთან“ მატჩისთვის ემზადება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ლა ლიგის მესამე ტურისთვის ემზადებიან, რომელსაც კოლექტივი ბენიტო ვილამარინზე, 28 აგვისგოს გამართავს.
კროოსი, მოდრიჩი, მენდი და დანი სებალიოსი აღდგენით პროცესს განაგრძობენ. მარსელომ და მარიანო დიასმა ნაწილობრივ გუნდთან ერთად ივარჯიშეს, ნაჩო ფერნანდესი კი დახურულ კარსმიღმა ირჯებოდა.
ანჩელოტიმ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, ბურთის ფლობის კომპონენტსა და კარში დარტყმებს.
ვარჯიშის ბოლოს გუნდი ორად გაიყო და ფეხბურთი ითამაშა.
- 25 აგვისტო 2021
- 321
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.