ვალვერდე ისტორიის წერას აგრძელებს
ფედერიკო ვალვერდე მადრიდის „რეალში“ ისტორიის წერას აგრძელებს. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ახალ კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი, რომელიც მის მადრიდში დარჩენას 2027 წლამდე ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დღემდე ამომავალმა ვარსკვლავმა სამეფო კლუბის მაისურის მორგება 104-ჯერ უკვე შეძლო და 3 ტიტულიც მოიგო.
ვალვერდემ „თეთრებთან“ ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. ფედერიკოს დებიუტო სამეფო კლუბში 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის მატჩში შედგა „პლზენის“ წინააღმდეგ. მას შემდეგ დაიწყო ფედერიკომ ტრიუმფალური სვლა და დღესდღეობით სამეფო კლუბის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ფეხბურთელად ითვლება.
ფედეს ანგარიშზეა არაერთი გატანილი გოლი, საგოლე გადაცემა და დასამახსოვრებელი მატჩი. ვალვერდე ხშირად ხდებოდა სხვადასხვა დაპირისპირების საუკეთესო ფეხბურთელი.
ისტორიის წერა გრძელდება. მადრიდისტებს ექნებათ იმის ბედნიერება, რომ ფედერიკო „რეალის“ სამსახურში წლების მანძილზე იხილონ.
- 24 აგვისტო 2021
- 988
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.