სანაკრებო პაუზა ანჩელოტის პრობლემას უჩენს
სანაკრებო პაუზა მადრიდის „რეალს“ და მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის პრობლემებს უჩენს.
საქმე იმაშია, რომ ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრებებს საკუთარი მატჩების ჩატარება 10 სექტემბერს უწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ანჩელოტი 11 სექტემბრის მატჩში, რომელსაც „რეალი“ „სელტას“ წინააღმდეგ გამართავს, მილიტაო, კაზემირო და ფედერიკო ვალვერდე „ბლანკოსის“ განკარგულებაში არ იქნებიან.
აქ ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ნაკრებიდან ვადამდელი გათავისუფლება იქნება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, განიხილეს თუ არა ეს საკითხი „რეალის“ ხელმძღვანელობამ და სამხრეთ-ამერიკული გუნდების ფედერაციებმა.
- 24 აგვისტო 2021
- 1 211
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.