პედრეროლი:„ან ახლა, ან არასდროს! „რეალი“ მბაპეს ვერ უღალატებს“
ხოსეპ პედრეროლი მბაპეს „რეალში“ გადასვლას აანონსებს და აცხადებს, რომ ფლორენტინო პერესს სხვა გზა არ აქვს.
„ან ახლა, ან არასდროს! ფლორენტინო პერესი მბაპეს ვერ უღალატებს, რომელმაც უდიდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლო იმისათვის, რომ „რეალის“ ფეხბურთელი გამხდარიყო.“
„„პსჟ“-მ მოლაპარაკებებზე მზაობა გამოთქვა. ეს უკვე დიდი ნაბიჯია. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ილუზიებში, ვინაიდან ეს არის რეალური სატრანსფერო მოლაპარაკება.“
„ახლა „ბლანკოსი“ უკან ვერ დაიხევს, მან დიდი თანხა უნდა გადაიხადოს, რათა კილიანი თეთრ მაისურში გამოწყობილი ვიხილოთ. ახლა უკან დახევა ლოტინს დიდ პრობლემებს შეუქმნის, ვინაიდან ფეხბურთელს „პსჟ“-სთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა დასრულებული აქვს.“
- 24 აგვისტო 2021
- 1 170
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.