ლა ლიგაში „სევილია“ გალიდერდა, „რეალი“ კი მესამე პოზიციაზე განთავსდა
მადრიდის „რეალის“ ლიდერობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მეორე ტურის სრულად ჩატარების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატს სათავეში „სევილია“ ჩაუდგა.
ლოპეტეგის გუნდს 6 ქულა და ბურთების საუკეთესო ბალანსი აქვს. მეორე ადგილზე „ატლეტიკოა“ ასევე 6 ქულით.
რაც შეეხება „რეალს“. ანჩელოტის შეგირდებს 2 ტურის სემდეგ 4 ქულა აქვთ და მესამე ადგილს იკავებენ. ქულების ანალოგიური მაჩვენებელი აქვთ „ბარსელონას“, „მალიორკას“ და „ვალენსიას“, თუმცა „ბლანკოსი“ მესამე პოზიციაზე ბურთების უკეთესი მაჩვენებლების გამოა.
იმედი ვიქონიოთ, მესამე ტურის შემდეგ სამეფო კლუბის სიტუაციის გამოსწორებას მოახერხებს.
- 24 აგვისტო 2021
- 665
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.