ხაბი ალონსო პარაგვაისთან მატჩზე
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ხაბი ალონსომ, ისაუბრა პარაგვაისთან მატჩზე...
"მომავალ მატჩში მთავარი იქნება პირველებმა გოლი სწორედ ჩვენ გავიტანოთ. არ აქვს მნიშვნელობა როდის გავაკეთებთ ამას. ანალოგიურად მოხდა ყველაფერი პორტუგალიასთან მატჩში. ჩვენ გავიტანეთ, შემდეგ კი შეხვედრა დავაწყნარეთ. ეს არის ჩვენი ტაქტიკა. ამ დროში ლამაზ ფეხბურთს აღარ თამაშობენ და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. მთავარი შედეგია".
"დაცვაში საერთოდ არ გვაქვს პრობლემა, რადგან მუდამ ვუტევთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ცენტრის მოგება მთავარია. ბურთს დიდი ხანი ვაკონტროლებთ, რაც თამაშის წარმართვაში გვეხმარება".
"მსოფლიო ჩემპიონატამდე საკმაოდ კარგ განწყობაზე ვიყავით, მაგრამ შვეიცარიამ ყველაფერი ჩაგვიშხამა, თუმცა გონს მალე მოვედით და სამი მატჩი ზედიზედ მოვიგეთ. ხუმრობები ამით დასრულებულია. ჩვენ 1/4 ფინალში ვართ".
"მე ძალიან დიდი სათამაშო დრო მეძლევა, რითაც უბედნიერესი ვარ. ვფიქრობ, რომ გუნდში მნიშვნელოვან როლს ვასრულებ. მე მიყვარს ჩემი პოზიცია".
"არ გეგონოთ, რომ უკვე 1/2 ფინალში ვართ, რადგან წინ ურთულესი მატჩი გველის" - დაასრულა ალონსომ.
ინფორმაციის წყარო:realmadrid.com
- 2 ივლისი 2010
- 1 899
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.