ბუტრაგენიო:„ფეხბურთელები საყვედურს არ იმსახურებენ“
ემილიო ბუტრაგენიომ „ლევანტესა“ და „რეალის“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოდა და ვიმსახურებდით კიდეც 3 ქულის მოპოვებას, მაგრამ ფეხბურთში ხშირად აქვს ადგილი გაუმართლებლობას. პირველ ტაიმში საკმაოდ ეფექტურად გამოვდიოდით, მეორე ნახევარში კი ხარვეზები გვქონდა და დავისაჯეთ. მე ვთვლი, რომ ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი გვაქვს, მათ საოცარი ბრძოლა გააჩაღეს.“
„ვინისიუსის გამო ბედნიერები ვართ. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ორი ლამაზი გოლი გაიტანა. პირველ შემთხვევაში აუცილებლად აღსანიშნავია კაზემიროს გადაცემა, რომელმაც დიდი ეფექტი შექმნა. მიხარია, რომ ვინი პროგრესირებს, ბრაზილიელს ყველაფერი წინ აქვს და „ბლანკოსს“ კიდევ უფრო დიდ დახმარებას გაუწევს.“
„მბაპეს ტრანსფერი? ანჩელოტიმ „ლევანტესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ყველაფერი ღიად თქვა. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ კილიანს და ასევე „პსჟ“-ს ხელმძღვანელობას.“
- 23 აგვისტო 2021
- 1 467
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.