„რეალის“ „5“-იანი ვალიეხო გახდა და არა კაზემირო
როგორც სჩანს, კარლო ენრიკე კაზემირომ მადრიდის „რეალში“ 5 ნომრიანი მაისურის მორგება უარი თქვა და 14 ნომერი დაიტოვა.
5 ნომრიანი მაისურის მფლობელი ოფიციალურად ხესუს ვალიეხო გახდა. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ახალ სეზონს ესპანელი უკანახაზელი „რეალში“ გაატარებს.
როგორც სჩანს, ანჩელოტი ხესუსს შანსს აძლევს, დანარჩენი კი თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული.
„ბლანკოსის“ დაცვას მომავალ სეზონში ნაჩო, მილიტაო, ალაბა და ვალიეხო გაამაგრებენ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები ლა ლიგამ გამოაქვეყნა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი ვალიეხო ჯერ-ჯერობით კვლავ უნომროა, თუმცა ლა ლიგა მხოლოდდამხოლოდ წევრი კლუბების მიერ მიწოდებული ინფორმაციებით ხელმძღვანელობს.
- 21 აგვისტო 2021
- 712
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.