„რეალი“ პოგბას აცნობებს, რომ „პსჟ“-ს დონის შეთავაზება ვერ ექნება
პოლ პოგბას სურვილი მადრიდის „რეალში“ თამაშია, თუმცა ასპარეზზე „პსჟ“-ც არის გამოსული, რომელიც ფრანგი ფეხბურთელის მოხიბვლას ასტრონომიული ხელფასით აპირებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობა პოლს აცნობებს, რომ „პსჟ“-ს დონის შეთავაზებას ვერ გააკეთებს.
პოგბას ხელფასი სამეფო კლუბში მაქსიმუმ 12 მილიონი ევრო იქნება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე „ბლანკოსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
შეთანხმების შემთხვევაში სატრანსფერო ბონუსს მიიღებს, როგორც პოგბა, ასევე მისი აგენტი, თუმცა ეს არ იქნება კოლოსალური თანხა.
- 21 აგვისტო 2021
- 859
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.