„რეალმა“ კვირის მესამე ვარჯიში დაასრულა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის აქტიურად ემზადებიან. კარლო ანჩელოტიმ კვირის მესამე სესია დაასრულა.
იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს გახურების შემდეგ კონკრეტული დავალებები მისცა.
ყურადღება გამახვილდა ტაქტიკურ მონახაზებზე, თავდასხმასა და დაცვაში თამაშზე და ბურთის ფლობაზე. კროოსმა, სებალიოსმა და მარიანო სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშეს, ხოლო მარსელო და მენდი აღდგენით პროცესს განსხვავებული პროგრამით გადიან.
სესიაზე არ გამოცხადებულა მარტინ ოდეგორი, რომელიც „ბლანკოსის“ ფეხბურთელებს უკვე დაემშვიდობა.
- 19 აგვისტო 2021
- 640
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.