ვარანი:„2010 წლის ბოლოს ფერგიუსონმა დედაჩემს დაურეკა“
რაფაელ ვარანმა 10 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ მასსა და მანჩესტერ „იუნაიტედს“ შორის კავშირი დიდი ხნის წინ იყო.
„ჯერ კიდევ 2010 წლის მიწურულს სერ ალექს ფერგიუსონმა დედაჩემს დაურეკა და მანჩესტერ „იუნაიტედში“ ტრანსფერზე ესაუბრა. იმ მომენტში „რეალი“ ასპარეზზე არ იყო გამოსული.“
„პრემიერლიგაში გადასვლა საკმაოდ რეალური სჩანდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ზინედინ ზიდანმა მადრიდში გადასვლაზე დამიყოლია.“
„„ბლანკოსი“ საოცარი 10 წელი გავატარე და ახალი გამოწვევა მივიღე. ჩემთვის მანჩესტერში გადმოსვლა დიდი ბედნიერება იყო, ამ კლუბის მაისურის მორგებით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ.“
- 19 აგვისტო 2021
- 874
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.