„პსჟ“ პოგბას დათმობას არ აპირებს
მიუხედავად იმისა, რომ პოლ პოგბას არჩევანი მადრიდის „რეალია“ და ფრანგი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მანჩესტერ „იუნაიტედს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, „პსჟ“ ფეხბურთელისთვის ბრძოლას განაგრძობს.
პარიზში თვლიან, რომ პოგბა მათ ნახევარდაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს, ამიტომ ფეხბურთელის მოხიბვლას სხვადასხვა გზით ეცდებიან.
„პსჟ“-ს გეგმის მიხედვით, პოლი პარიზში გადასვლის შემთხვევაში ერთჯერად სატრანსფერო ბონუსს მიიღებს, რაც დაახლოებით 35 მილიონი ევრო იქნება, გარდა ამისა პარიზელები მას ხელფასის სახით 18-იდან 22 მილიონამდე შესთავაზებენ, რაც ფაქტობრივად 100%-ით აღემატება მადრიდის „რეალის“ შეთავაზებას.
- 19 აგვისტო 2021
- 862
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.