„რეალს“ კამავინგასთან წინასწარი შეთანხმება აქვს
ედუარდო კამავინგას „რენთან“ კონტრაქტი 10 თვეში ეწურება, 2022 წლის იანვრიდან კი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების ოფიციალურ უფლებას მიიღებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ახალგაზრდა ფრანგზე პრეტენზიას „ბაიერნი“, „რეალი“ და „პსჟ“ აცხადებენ, თუმცა პრივილეგირებული ფლორენტინო პერესია, რომელსაც მოთამაშის აგენტთან წინასწარი შეთანხმება უკვე აქვს.
მადრიდელები ფეხბურთელს პირდებიან, რომ მომავალი წლის დადგომისთანავე წინასწარი შეთანხმება დოკუმენტალურად გაფორმდება და კამავინგა ზაფხულში პრე-სეზონს „ბლანკოსთან“ ერთად დაიწყებს.
ედუარდომ „რენს “ახალ კონტრაქტს უარი საბოლოოდ უთხრა და ღიად დააფიქსირა, რომ მომავალს სხვა კლუბში ხედავს.
- 19 აგვისტო 2021
- 664
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.