უცნობი პუნქტი „რეალისა“ და „არსენალის“ შეთანხმებიდან
ესპანური გამოცემების ცნობით, მარტინ ოდეგორის „არსენალში“ ტრანსფერი აუცილებლად დადასტურდება ოფიციალურად და ეს საათების საქმეა, თუმცა „ბლანკოსი“ შეთანხმებაში ჩადებს რამდენიმე პუნქტს, რომლის გათვალისწინებაც „მეთოფეებს“ მოუწევთ.
ლონდონურ მხარეს ფეხბურთელის „ბარსელონაში“ გაყიდვის უფლება არ მიეცემა. ამ ნაბიჯით „რეალი“ ოდეგორს კატალონიაში გადასვლის შანსს არ დაუტოვებს.
გარდა ამისა, პირველი კონტრაქტის ამოწურვამდე, „არსენალის“ მხრიდან ფეხბურთელის გაყიდვის სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, შეტყობინება პირველ რიგში „ბლანკოსს“ უნდა გაეგზავნოს და გუნდმა ნორვეგიელი სხვა გუნდში იმ შემთხვევაში უნდა გაყიდოს, თუ მასზე უარს სამეფო კლუბი იტყვის.
მსგავს ხერხს ფლორენტინო პერესმა აშრაფ ჰაკიმისთან დაკავშირებითაც მიმართა. სანამ „ინტერი“ მაროკოელს „პსჟ“-ში გაუშვებდა, „რეალს“ დაუკავშირდა.
- 18 აგვისტო 2021
- 2 151
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.