სალაჰი „ლივერპულს“ „რეალში“ გადასვლით ემუქრება
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მუჰამედ სალაჰი „ლივერპულს“ ხელფასის 50%-ით გაზრდას სთხოვს, სხვა შემთხვევაში კი მადრიდის „რეალში“ წასვლით ემუქრება.
ეგვიპტელ ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს, თუმცა „მერსისაიდელებმა“ მას 2025 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზეს.
მოს სურს, რომ ხელფასი 50%-ით გაეზარდოს, სხვა შემთხვევაში კი მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებების წარმოებით იმუქრება.
„ბლანკოსის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა სალაჰის მიმართ ინტერესი 3-ჯერ გამოთქვა, თუმცა მოლაპარაკებებმა სერიოზული სახე ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღო.
- 18 აგვისტო 2021
- 1 388
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.