AS - „რეალმა“ მბაპესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო!
მიუხედავად იმისა, რომ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ კილიან მბაპესთან დაკავშირებით სიტუაცია უკიდურესად გაამძაფრა და ფლორენტინო პერესს ფრანგი ფეხბურთელის დამატების შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა, „ბლანკოსმა“ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო.
31 აგვისტოს ჩათვლით მადრიდის „რეალი“ ყველა ნაბიჯს გადადგამს იმისათვის, რომ კილიანი დაიმატოს, ვინაიდან თავად ფეხბურთელიც ღიად აცხადებს, რომ პარიზში დარჩენა აღარ უნდა და მისი მიზანი „ბლანკოსში“ თამაშია.
AS-ის ინფორმაციით, არ აქვს მნიშვნელობა რა შედეგებს გამოიღებს ალ ჰელაიფისა და ფეხბურთელის შეხვედრა. „რეალი“ სტრატეგიას არ შეცვლის და ბოლომდე იბრძოლებს.
ფლორენტინო პერესის წინადადება, რომელიც 150 მილიონიანია ძალაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათამდე იქნება.
„ბლანკოსი“ ამ ნაბიჯებით ცდილობს, რომ მბაპეს საკუთარი ინტერესი მკვეთრად დაანახოს და ფეხბურთელს ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადოს.
- 18 აგვისტო 2021
- 5 032
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.