„ინტერი“ იოვიჩის 1 წლიან იჯარაში 3 მილიონს იხდის
მილანის „ინტერი“ ლუკა იოვიჩის ყიდვას ვერ რისკავს და შესაბამისი ფინანსური რესურსის მოძიებასაც ვერ ახერხებს.
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ იტალიური კლუბისგან საიჯარო შეთავაზება მიიღო. „ნესაძური“ მზად არის, ფეხბურთელის 1 წლიან იჯარაში 3 მილიონი ევრო გაიღოს და ასევე მისი ხელფასი 100%-ით დაფაროს.
„ინტერს“ დიდი ალბათობით ლაუტარო მარტინესიც დატოვებს, ლუკაკუ კი უკვე „ჩელსის“ ფეხბურთელია, ამიტომ გუნდს ძალიან სჭირდება წინახაზელი.
მილანური გრანდის ფინანსური კრიზისი იმდენად დიდია, რომ კოლექტივი ფეხბურთელების შენარჩუნებას ვერ ახერხებს.
- 18 აგვისტო 2021
- 667
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.