5 ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ - უფასოდ! უფასოდ! უფასოდ!
ესპანური გამოცმები იუწყებიან, რომ 2022 წელს მადრიდის „რეალს“ შესაძლოა 5 ფეხბურთელი შეუერთდეს, თანაც უფასოდ!
დიახ, უფასოდ! ამაზე ესპანური გამოცემები მიუთითებენ. 2022 წლის 30 ივნისს საკუთარ გუნდებთან კონტრაქტები ეწურებათ ანტონიო რუდიგერს, პოლ პოგბას, ედუარდო კამავიგას, კილიან მბაპეს და ლეონ გორეტსკას.
ზემოაღნიშნული მოთამაშეები მართლაც დიდ კლასს ფლობენ, უმეტესობა კი ძალიან გამოცდილია.
ფლორენტინო პერესს არაერთი გეგმა აქვს, რომელიც მომდევნო ზაფხულს გუნდის მნიშვნელოვან გადახალისებას გულისხმობს, თუმცა მოთამაშეების უფასოდ დამატების პერსპექტივა მეტისმეტად ხიბლავს.
ამ 5 ფეხბურთელის ჯამური ღირებულება სატრანსფერო ბაზარზე 400 მილიონ ევროს აჭარბებს. მბაპეს ფასი 180 მილიონამდეა, 70 მილიონი ღირს ედუარდო კამავინგა, 60 მილიონზე მეტად ფასობს ლეონ გორეტსკა, რუდიგერის ფასი დაახლოებით 25 მილიონი ევროა, ხოლო პოლ პოგბა მინიმუმ 65 მილიონად არის შეფასებული.
ეს გეგმა ბევრისთვის წარმოუდგენელია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ „პსჟ“-მ ჯანლუიჯი დონარუმას, სერხიო რამოსისა და ლეო მესის დამატება უფასოდ შეძლო, რაც ყველას შეუძლებლად მიაჩნდა.
- 18 აგვისტო 2021
- 6 104
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.