Cadena Ser - მბაპეს ირგვლივ სიტუაცია გართულდა
Cedena Ser-ის ინფორმაციით, კილიან მბაპეს ირგვლივ არსებული სიტუაცია გართულდა. ფრანგი ფეხბურთელი შესაძლოა „პსჟ“-ში დარჩეს.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, მადრიდული გრანდის რჩეული პარიზში არსებულ ზეწოლას ვეღარ უძლებს. ალ ჰელაიფის წარმომადგენლები ფეხბურთელს განუმარტავენ, რომ ყველა კარი დაკეტილია.
ერთადერთი დამაიმედებელი ინფორმაცია ის არის, რომ კილიანი ახალ ხელშეკრულებას არ აფორმებს და ფლორენტინო პერესს მისი დამატების საშუალება 2022 წელს უფასოდ ექნება.
Cadena-ს ჟურნალისტების ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით სიახლეებს მას შემდეგ უნდა ველოდოთ, რაც ალ ჰელაიფთან შეხვედრა დასრულდება.
- 18 აგვისტო 2021
- 7 313
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.