ოდეგორის წასვლა გადაწყდა
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ და „არსენალმა“ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
მარტინ ოდეგორის წასვლა გადაწყდა. ნორვეგიელი ფეხბურთელი სულ მალე დაემშვიდობება „მერენგების“ ფეხბურთელებს და გეზს პრემიერლიგისკენ აიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ მარტინი მრავალი წელია „რეალის“ საკუთრება გახლავთ და მადრიდში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, ურთიერთობა სრულდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, მიკელ არტეტას გუნდსა და ოდეგორს შორის 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
- 18 აგვისტო 2021
- 2 048
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.