„მილანი“ იოვიჩის იჯარას და გამოსყიდვის უფლებას ითხოვს
იტალიური გამოცემების ცნობით, ლუკა იოვიჩის მიმართ ინტერესს „მილანიც“ იჩენს...
„როსონერი“ სერბი ფეხბურთელის იჯარას და მომდევნო ზაფხულს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის უფლებას ითხოვს.
„მილანი“ ამ ზაფხულს ლუკას სანაცვლოდ ზემოაღნიშნულ თანხას ვერ გადაიხდის, ამიტომ იდეალურ გამოსავლად იჯარას მიიჩნევს.
წინა კვირებში იოვიჩის იჯარაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა ფლორენტინო პერესმა ყველა წინადადება დაბლოკა და განაცხადა, რომ მხოლოდ გაყიდვის ვარიანტს განიხილავს.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ 2 კვირაა დარჩენილი და „ბლანკოსი“ არსებულ სიტუაციას გააანალიზებს. იმ შემთხვევაში, თუ სერბ თავდამსხმელს რეალური მყიდველი არ ეყოლება, გუნდი მისი იჯარით გაშვების ვარიანტს იძულებით განიხილავს, ვინაიდან სხვა გზა აღარ იქნება.
წინა დღეებში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, იოვიჩს „ინტერიც“ აკვირდება და რომელუ ლუკაკუს შემცვლელად განიხილავთ, თუმცა იტალიურმა გამოცემებმა შემდეგ ყველაფერი შეცვალეს და განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს სერიოზული სახე არ მიუღია და „ნესაძურის“ ხელმძღვანელობას ფლორენტინო პერესისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.
- 17 აგვისტო 2021
- 985
- 9