რონალდუს „პსჟ“-ში არ სურს, მას „რეალში“ დაბრუნება უნდა
კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით ამ ზაფხულს არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ყველა ცუდი ის არის, რომ ფლორენტინო პერესი ყველა შემთხვევაში კატეგორიულად უარყოფს პორტუგალიელი მოთამაშის დაბრუნების პერსპექტივას, თუმცა ეტაპობრივად სხვადასხვა ინფორმაციას მაინც ვაწყდებით.
ესპანური გამოცემები სხვადასხვა ჟურნალისტზე დაყრდნობით წერენ, რომ რონალდუს „რეალის“ დღის წესრიგში ისევ დგას და შესაძლოა 1 წლიანი შეთანხმებაც ვიხილოთ.
ალ ჰელაიფს „პსჟ“-ში პორტუგალიის წაყვანა და ნამდვილი ვარსკვლავთცვენის მოწყობა სურს, მაგრამ თავად ფეხბურთელს „ბლანკოსში“ დაბრუნების ვარიანტი უფრო ხიბლავს.
აქ გადამწყვეტი რონალდუსა და კარლო ანჩელტის საოცარი ურთიერთობაა. იტალიელი სპეციალისტი „7“-იანის მთავარი რეკომენდატორი გახლავთ და პერესს მოუწოდებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას.
- 17 აგვისტო 2021
- 5 387
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.