Daily Star – „მანჩესტერს“ კამავინგა სურს, მაგრამ ედუარდო „რეალს“ ირჩევს
ბრიტანული Daily Star-ის ინფორმაციით, მანჩესტერ „იუნაიტედი“ ედუარდო კამავინგას 5 წლიან კონტრაქტს და შესანიშნავ პირობებს სთავაზობს, მაგრამ თავად ფეხბურთელს პრემიერლიგა არ იზიდავს და მადრიდის „რეალში“ გადასვლის პერსპექტივით არის მოხიბლული.
კამავინგამ იცის, რომ 2022 წელს მადრიდში მოხვედრის სერიოზული შანსი ექნება, ამიტომ „წითლების“ წინადადებას ბლოკავს და არც მაღალი ხელფასია ყველაფრის გადამწყვეტი.
ედუარდო ფლორენტინო პერესის ფავორიტია. არაერთი გამოცემა იუწყება, რომ ფეხბურთელსა და „რეალს“ შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, რომელიც დოკუმენტალურად 2022 წლის ზაფხულში გაფორმდება და ფეხბურთელი „მერენგებთან“ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, თანამშრომლობას კი ვადა 2028 წლის ზაფხულში ამოეწურება.
- 17 აგვისტო 2021
- 729
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.