ფინანსური კრიზისის მიუხედავად „ბარსა“ ჰოლანდისთვის იბრძოლებს
კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ კლუბში საშინელი ფინანსური მდგომარეობაა, რომელიც სწორ დაგეგმვას და აღდგენით პროცესს საჭიროებს...
„ბარსელონამ“ დამატებითი ვალები აიღო იმისათვის, რომ ფეხბურთელების ხელფასი გადაეხადა. როგორც სჩანს, ბართომეუს ეპოქამ „ბლაუგრანას“ მართლაც ძალიან მძიმე ფინანსური პრობლემები შეუქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიურ გრანდს ძალიან დიდი პრობლემები აქვს, 2022 წლის ზაფხულში ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლას მაინც აპირებს, რაც ფლორენტინო პერესის ამოცანას ართულებს.
არ არის გამორიცხული, საბოლოო ჯამში ფეხბურთელის ასარჩევი გახდეს „რეალში“ ითამაშებს თუ „ბარსელონაში“.
- 17 აგვისტო 2021
- 840
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.