ტიბო კურტუა - წარსული, მიღწევები და სამომავლო გეგმები!
როგორც უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, ტიბო კურტუამ მადრიდის „რეალთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ბელგიელი ფეხბურთელი სამეფო კლუბში ისტორიის წერას განაგრძობს, მანამდე კი გადავხედოთ წარსულს, მიღწევებს და სამომავლო მიზნებს.
2018 წლის შემდეგ ტიბო „ბლანკოსის“ შეუცვლელი მეკარის სტატუსით სარგებლობს. იყო რთული მომენტებიც, განსაკუთრებიტ ამის თქმა პირველ სეზონზე შეიძლება, თუმცა ბელგიელმა ყველა ბარიერი დაძლია და დღეს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეკარის სტატუსით სარგებლობს.
2018 წლის პირველ სექტემბერს ტიბომ „რეალის“ მაისური პირველად მოირგო, მეტოქე კი „ლეგანესი“ გახლდათ. მას შემდეგ ბელგიელი მეკარის აქტივში 130 ჩატარებული მატჩია, საიდანაც 100 ლა ლიგაზე მოდის, 24 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 ესპანეთის სუპერთასზე, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და 1 სამეფო თასზე.
კურტუა 2018 წელს „ფიფას“ ვერსიით საუკეთესო მეკარე გახდა, ის ასევე ფლობს „ზამორას“ ტიტულს, რომელიც „ბლანკოსში“ ასპარეზობის მეორე სეზონში მოიპოვა.
ტიბო ისტორიის წერას განაგრძობს, მისი მთავარი მიზანი მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.
ფაქტია, რომ გუნდმა ბელგიელ კარის დარაჯს დიდი ნდობა გამოუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ კურტუას „ბლანკოსთან“ კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებდა, კლუბმა თავად ისურვა ხელშეკრულების ხანგრძლივობის გაზრდა და მოთამაშის გუნდში 2026 წლამდე დატოვება.
წარმატებები კურტუას!
- 16 აგვისტო 2021
- 706
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.