ანჩელოტი ლა ლიგას დიდ ყურადღებას მიაქცევს
კარლო ანჩელოტიმ „რეალის“ მწვრთნელობის პირველ ეტაპზე ლა ლიგის მოგება ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ „ლა დესიმა“ სწორედ იტალიელის სახელს უკავშირდება, იტალიელმა შიდა ასპარეზზე ფონს გასვლა ვერ შეძლო.
ანჩელოტის სურს, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მოგება შეძლოს, ამიტომ გუნდს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს. ლა ლიგაში ჩემპიონის ბედს ყოველთვის მინიმალური რაოდენობის ქულები წყვეტს, ამიტომ გუნდი ყველა მატჩს ისე უნდა მიუდგეს, როგორც ფინალს.
კარლიტოს მოგებული აქვს იტალიის, ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიგები, ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში კი მართლაც საოცარ შედეგს „გამოაცხობს“.
ლა ლიგის პირველი ტურის შემდეგ „ბლანკოსი“ პირველ ადგილზე განთავსდა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ფეხბურთელები შიდა ასპარეზზე მაქსიმალური სტაბილურობის გამოჩენას გეგმავენ.
- 16 აგვისტო 2021
- 761
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.