The Times - „ლივერპული“ მბაპეს ტრანსფერში ჩაერთო
The Times-ის ინფორმაციით, „ლივერპულში“ დარწმუნდნენ, რომ კილიან მბაპეს „პსჟ“-დან წასვლა რეალურია, ამიტომ სერიოზულად გააქტიურდნენ...
იურგენ კლოპის გუნდი „რეალს“ ბრძოლას უცხადებს და ყველაფერს გააკეთებს ლოტინის „ენფილდზე“ ჩასაყვანად.
მადრიდში მიაჩნიათ, რომ „ლივერპული“ სერიოზული კონკურენტი არ არის, ვინაიდან თავად ფეხბურთელს არა პრემიერლიგა, არამედ ლა ლიგა ხიბლავს და „რეალში“ თამაშზე ოცნებობს.
რაც შეეხება ფინანსურ დეტალებს, „წითლები“ მოთამაშის სანაცვლოდ 150 მილიონ ევრომდე იხდიან, თუმცა თავად ფეხბურთელს წლიურად 30 მილიონის გადახდა ამ გუნდისთვის ურთულესი იქნება.
The Times-ის ანალიტიკოსის, დანკან ქასლის ცნობით, „ლივერპული“ ბოლომდე ბრძოლას აპირებს და საკმაოდ დიდი შანსიც ექნება.
- 16 აგვისტო 2021
- 1 178
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.