მბაპეს კიდევ ერთი უარი, „პსჟ“-ს ბორდს კილიანის გაშვება სურს!

კილიან მბაპესა და ალ ჰელაიფს შორის ურთიერთობა დაძაბულია. მიუხედავად იმისა, რომ „პსჟ“-ს ბორდის რამდენიმე წევრი მბაპეს გაყიდვას ემხრობა, გუნდის მმართველი პოზიციას არ ცვლის...

ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მბაპემ ალ ჰელაიფს პირდაპირ უთხრა, რომ მესის ტრანსფერმა მისთვის არაფერი შეცვალა და მიზანს „რეალში“ გადასვლა წარმოადგენს.

კილიანი აღშფოთებულია იმ განცხადებებით, რომელსაც ალ ჰელაიფი, ლეონარდო და სხვები აკეთებენ, ვინაიდან რეალობა აბსოლუტურად სხვა რამ გახლავთ.

„პსჟ“-ს ბორდის გარკვეული ნაწილის აზრით, ლოტინის გაყიდვა იდეალური ვარიანტი იქნება, ვინაიდან გუნდი 150 მილიონიან შემოსავალს დააფიქსირებს, ასევე გაიქვითება სახელფასო დანახარჯებიც და გუნდს ფინანსური Fair Play-ს მიმართულებით არანაირი პრობლემა აღარ ექნება.

პარარელურად, ესპანური გამოცემები დარწმუნებით იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესს ყველაფერი მზად აქვს და კილიანის „რეალში“ ტრანსფერი გარდაუვალია.

  • Hala
  • 16 აგვისტო 2021
  • 2 683
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (86)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)