მბაპე „პსჟ“-ს ბორდს და მმართველს ხვდება - კილიან „რეალში“ მიდის!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ კილიან მბაპე „პსჟ“-ს ბორდს და მმართველს - ალ ჰელაიფის ხვდება.
ფრანგ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი არ სურს და ამას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს. მბაპე მმართველებს სთხოვს, რომ „რეალი“ წინადადებას დათანხმდნენ და მას მადრიდში გამგზავრების საშუალება მისცენ.
ფლორენტინო პერესი მზად არის, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონისთვის 150 მილიონი ევრო დღესვე გადაიხადოს.
ხოსეპ პედრეროლის განცხადებით, დაძაბულობა პიკს აღწევს და ლოტინი აუცილებლად ჩავა მადრიდში. სრულიად ესპანური პრესა კილიანის ტრანსფერზე მუშაობს.
- 16 აგვისტო 2021
- 3 655
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.