პოლ პოგბამ „რეალი“ აირჩია - მოულოდნელი გადაწყვეტილება
ბრიტანული და ესპანური გამოცემების ცნობით, პოლ პოგბამ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რაც საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა.
ფრანგი ფეხბურთელი კონტრაქტის ამოწურვამდე მანჩესტერ „იუნაიტედში“ დარჩება, ხოლო მომდევნო ზაფხულს უფასოდ მადრიდის „რეალს“ შეუერთდება.
გადაწყვეტილების ავტორი თავად პოგბაა. The Sun-ის ინფორმაციით, ნახევარმცველის მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას აღარ აპირებს და ამის შესახებ „წითლების“ ხელმძღვანელობასაც აცნობა.
2022 წელს სამეფო კლუბისთვის პოგბა ნამდვილად დიდი შენაძენი იქნება, თანაც იმ ფონზე, რომ ლუკა მოდრიჩი ადრე თუ გვიან კლუბს დაემშვიდობება.
- 15 აგვისტო 2021
- 3 490
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.