ბუტრაგენიო:„გუნდი კარგ ფორმაშია, ვნახოთ რა მოხდება 31 აგვისტომდე“
ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ „ალავესისა“ და „რეალის“ დაპირისპირება შეაფასა.
„არამხოლოდ მრავალი გოლის გამო, არამედ გუნდის თამაშის ხარისხის გამო ვარ კმაყოფილი. ფაქტია, რომ ანჩელოტის ბიჭებმა შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.“
„დავიდ ალაბა ბრწყინვალე მოთამაშეა, მისი პიროვნული სიძლიერე და უნივერსალობა ბევრ რამეს უსვამს ხაზს. ვფიქრობ, ავსტრიელს ადაპტაცია არ გაუჭირდება და ამ სეზონში „რეალის“ წინსვლაში დიდ წვლილს შეიტანს.“
„აზარი და ბეილი? ორივე მოთამაშემ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მიხარია, რომ ფეხბურთელები მოტივირებულები არიან.“
„ბევრი გოლი? დიახ, ეს შარშან ჩვენი პრობლემა იყო. გოლების გატანა არამხოლოდ ინდივიდების, არამედ გუნდის პრობლემაა. როდესაც კოლექტივი კარგად თამაშობს, გოლებიც გადის.“
„ოდეგორის მომავალი? ანჩელოტიმ ნორვეგიელ ფეხბურთელთან დაკავშირებით სწორი განმარტება გააკეთა, სხვას ვერაფერს დავამატებ.“
„მბაპეს პატივს ვცემთ, ისევე როგორც „პსჟ“-ს. ახლა მე კილიანის ტრანსფერზე ვერ ვისაურებ, ვინაიდან სხვა მიზნით ვაკეთებ კომენტარს.“
„31 აგვისტომდე კიდევ 2 კვირაა დარჩენილი, ვნახოთ რა მოხდება სატრანსფერო კუთხით.“
- 15 აგვისტო 2021
- 902
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.