ანჩელოტი:„გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ“
კარლო ანჩელოტიმ „ალავესთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„პირველ ტაიმში არასასურველი ფეხბურთი ვითამაშეთ, ტემპი გვაკლდა, თუმცა ტაქტიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით. ფეხბურთელები კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდნენ და იაზრებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ. ვფიქრობ, მეორე ნახევარში უფრო აგრესიულები გავხდით და შედეგიც სახეზეა. პირველი თამაშის დამაჯერებელი მოგება თავისთავად მნიშვნელოვანი იყო.“
„კარიმის პირველმა გოლმა თამაში გახსნა და მოვლენები ბევრად საინტერესოდ განვითარდა.“
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მაქსიმალური კონცენტრაციითა და მოტივაციით. ბენზემამ დუბლი მიითვალა, ის შესანისნავ ფორმაშია. ასევე უნდა აღინიშნოს ედენ აზარის აქტიურობა, მან ეფექტური საგოლე გადაცემაც გააკეთა.“
„ვალვერდემ მოდრიჩთან და კაზემიროსთან ერთად შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ურუგვაელი ფეხბურთელი უდიდეს პერსპექტივას ფლობს.“
„ვცდილობ, ჩემი გამოცდილება ყველა ფეხბურთელს გავუზიარო. რესურსი არსებობს, მთავარი ამ ფეხბურთელების სწორი გამოყენებაა.“
„კარგად ვხედავ გარეთ ბეილის მოტივირებულობას. უელსელმა „ალავესთანაც“ არაერთხელ სცადა გოლის გატანას. ვარჯიშებზე გარეთის გარჯით კმაყოფილი ვარ, ის ერთგულია და ბოლომდე იხარჯება.“
„მოხარული ვარ, რომ ვინისიუსმა გოლის გატანა შეძლო. ბრაზილიელის პერსპექტივასა და ტალანტში დარწმუნებული ვარ. ის მოედანზე შევიდა და თამაშის უფრო გამწვავება მოახერხა.“
„პრესინგი აუცილებელი კომპონენტია. ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ მომდევნო მატჩებში მეტი ინტენსივოა და მეტოქეების შეწუხება გვმართებს.“
„არსებობს ორი ტიპის მცველი, ოპტიმისტი და პესიმისტი. ნაჩო პესიმისტია და ამას სათავისოდ იყენებს, ის არასდროს ენდობა სხვებს და 90 წუთიან კონცენტრაციას ანიჭებს უპირატესობას. ნაჩეტემ იცის, რომ არასდროს უნდა მოდუნდეს, ის შესანიშნავი ფეხბურთელია.“
- 15 აგვისტო 2021
- 2 023
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.