The Sun - „მანჩესტერმა“ „რეალის“ თავდამსხმელისთვის 40 მილიონი გამოყო!
ბრიტანული The Sun სრულიად მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს. ოლე გუნარ სულშერი ფსონს მადრიდის „რეალის“ ფორვარდზე, ლუკა იოვიჩზე ჩამოდის და მის სანაცვლოდ გუნდმა 40 მილიონი ევრო გამოყო.
ეს ნამდვილად არის ის თანხა, რომელზეც ფლორენტინო პერესი უარს არ იტყვის. „რეალს“ იოვიჩის გაყიდვა ისედაც სურდა.
ბრიტანეთში მიაჩნიათ, რომ „წითლებში“ თამაშზე უარს არც სერბი ფორვარდი იტყვის, რომელიც მადრიდული გრანდის სტილს ვერ მოერგო და აბსოლუტურ გაუგებრობაშია.
Bernabeudigital-ის ინფორმაციით, უახლოეს 72 საათში პერესი „მანჩესტერისგან“ ოფიციალურ წინადადებას მიიღებს და შეთანხმების შანსიც არსებობს.
El Confidencial კი იუწყება, რომ ლუკას გუნდიდან წასვლა გარდაუვალია და პრემიერლიგა მისთვის იდეალური გამოსავალი იქნება.
- 14 აგვისტო 2021
- 1 335
- 7